“პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, გავრცელებული კადრები არავისთვის სასიამოვნოდ საყურებელი არ იყო. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებას ნებაყოფლობით ტოვებს. შემდეგ როდესაც ის გლდანის კლინიკაში შედის”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“ის გლდანის კლინიკაში შედის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევს. სააკაშვილი ამას მოტყუებით ხსნის. თავად როგორც სამინისტრო განმარტავს, უთხრეს, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში ხდებოდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელ კლინიკაში ხდებოდა გადაყვანა. დადგინდება და გაირკვევა მან მართლა ასე აღიქვა თუ შემდგომ შეიცვალა პოზიცია. გადაწყვეტილებას თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოხდეს პატიმრის განთავსება თავად პენიტენციური სამსახურის იღებს. ასევე პენიტენციური სამსახური წყვეტს, უნდა გადაიყვნონ თუ არა პატიმარი კერძო კლინიკაში. აქედან გამომდინარე, მეორეხარისხოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოტყუებით მოხდა თუ მან შემდგომ შეიცვალა პოზიცია. ყველა საჭიროებას, რაც ურგენტულად სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, გლდანის სამკურნალო დაწესებულება პასუხობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა.










