„სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა“ – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლოს საქართველოში ჩამოსვლას „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენდომებათ სააკაშვილის გვერდით დგომა, თუ ის კეთილგანწყობილი იქნება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმებს შეწყვეტს.
„სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში.
ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მაინც და მაინც დიდი მონატრება არ ჭრის სააკაშვილის. თავისით კიდევ ვერ შემოდის, ვერც მის პარტიას ვერ ჩამოჰყავს მარტო.
ამიტომ იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, ჯერ ის უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს“ – განაცხადა იაგო ხვიჩია.











