უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უთანხმოება არ იქნება, რადგან ისინი შეჯერებულ დოკუმენტს მიიღებენ.
„ამ კანონპროექტმა ბევრი ექსპერტიზა გაიარა. მისი ძირითადი პარამეტრები დაფიქსირდა შარლ მიშელის შეთანხმებით, ამიტომ ვფიქრობ, რაიმე მნიშვნელოვანი უთანხმოება არ იქნება და ძალიან მალე მივიღებთ შეჯერებულ დოკუმენტს”,- განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება.










