თუ ჩვენ მივიღებთ მოლაპარაკების შედეგად საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შევიდეთ პარლამენტში, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
ამასთან, რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თუ მათი მოწოდების მიუხედავად ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, მაშინ არც “გირჩი” შევა.
„ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამაში პარტნიორები გვიჭერდნენ მხარს, რომ შეგვეცვალა საარჩევნო სისტემა. თუ ჩვენ მივიღებთ მოლაპარაკების შედეგად ასეთ ცვლილებებს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შევიდეთ პარლამენტში და ერთად ვიმუშაოთ. მაგრამ თუ ეს მოხდება და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა და მოწოდებებისა, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ ჩვენც არ შევალთ იქ, იმიტომ, რომ აზრი არ ექნება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის წევრები გახდნენ










