საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება სააგიტაციო მასალების განთავსება, ასევე, ამ რადიუსში იკრძალება ამომრჩეველის შეფერხება.
თუ 25 მეტრის რადიუსში განთავსდება სააგიტაციო მასალა, ის დაექვემდებარება სავალდებულო ჩამოხსნას და დემონტაჟს.
„აქ არ იგულისხმება მხოლოდ პირდაპირი კანონსაწინააღმდეგო ფიზიკურად შეფერხება, არამედ ნებისმიერი შეფერხება, როდესაც გადაუდგები ამომრჩეველს და ეკითხები, თუ ვის აძლევს ხმას“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.











