საარჩევნო უფლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნები იყო, ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ეს არჩევნები, მოგეხსენებათ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებულა.
სახალხო დამცველმა გააკრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციებში შესული საჩივრების განუხილველად დატოვების საკითხი და საჩივრების ფორმალური ნიშნით უარყოფა. ასევე, ეუთო/ოდირი აღნიშნავდა, რომ ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის ხშირად ბუნდოვანი იყო,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.










