პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომელსაც მთავრობის სოციალური დახმარება ეკუთვნით, თანხას სრულად აიღებენ, მიუხედავად საბანკო ვალდებულებებისა.
„ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება მიმართული საბანკო ვალდებულებებისკენ. ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც აქვთ სესხი ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ბანკი ავტომატურად ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის,“- განაცხადა გახარიამ.











