fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საბავშვო ბაღები იხსნება! – ცნობილია წესები, რითაც მშობლები და ადმინისტრაცია იხელმძღვანელებენ

15:44 ოქტომბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებს მუშაობას.

გვანცელაძის განმარტებით, რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი. ამასთან, გვანცელაძის თქმით, შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესიც, კონკრეტულად კი, აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.

„ამ ეტაპზე, ეპიდზედამხედველობის მიერ გვაქვს თანხმობა, რომ ბაღები გავხსნათ. არდადეგების პერიოდში, კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში რვა ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე თვეში ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიღებული იქნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რეგულაციები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბაღებში.

ჩვენ დავიწყეთ მყისიერად აღსრულება ამ რეგულაციების და მომზადება. შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ რეგულაციებიდან გამომდინარე. როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდოლოგიური მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე. ეს გახლავთ ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი. მშობლებს, როდესაც მოჰყავთ ბავშვები ბაღში, ეზოში ხვდება მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრული არის, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად. დახატული არის ამ სტიკერზე ან მონიშვნაზე ჯგუფი. ანუ ასაკობრივი ჯგუფი მინიშნებულია ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. სწორედ იმ ადგილზე უნდა განთავსდეს მშობელი, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვრული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანით, პირბადით და ბავშვს გამოართმევს მშობელს. შემდეგ უტარდება თერმოსკრინინგი ბავშვს და შეჰყავს შენობაში, სადაც დახვდება საბავშვო ოთახში აღმზრდელის თანაშემწე, ანუ მეორე თანამშრომელი და იტოვებს ბავშვს. ეს არის მიღების წესი.

არსებობს უკვე ე.წ. ჩეკლისტები, სია, განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიური არის გაყვანის წესი, წინასწარ განსაზღვრული არის დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი. რაც შეეხება მშობელს, რომელსაც სურს ადრე გაიყვანოს ბავშვი. ვიმედოვნებ, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული და მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რომ ასეთი შემთხვევები იყოს ერთეული, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციებს. თუმცა თუ განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს და შესაძლებელი იქნება ბავშვის გაყვანა. თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა მიღების მიღების დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს.

თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვის ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112- ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება. ყოველ ორ საათში განიავდება ოთახები.

შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესი. პრაქტიკულად, ამოღებული იქნა სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას ან დეზინფექციას. სადეზინფექციო ხსნარები დაყენდა ყველა ოთახთან. შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის,თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესი. სააღმზრდელო პროცესის დროს პირბადეებით იქნებიან თანამშრომლები“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.

ბაღებში სწავლის პროცესის განახლებაზე საკოორდინაციო საბჭო ისევ იმსჯელებს! – რა შეიცვალა

თეგები: ბაგა-ბაღებიგანათლება

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა

ოქტომბერი 25, 2021
789
მთავარი ამბავი

ცნობილია, როდის განაახლებენ საბავშო ბაღები მუშაობას

აგვისტო 31, 2021
855
მთავარი ამბავი

რა რეგულაციებით ხვდებიან ქვეყნები სასწავლო წელს – პანდემიასთან ბრძოლის მეოთხე ეტაპი მსოფლიოში

აგვისტო 20, 2021
770

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია