ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 82 წლის მთავარეპისკოპოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.











