საბერძნეთმა კოვიდის ახალი შემთხვევების მატების გამო ლოქდაუნი 16 მარტამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ჩვენ პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში ვართ. საავადმყოფოები გადატვირთულია“,- განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, კოვიდის ახალი შემთხვევების ზრდა ვირუსის ბრიტანულ შტამს უკავშირდება.
3 მარტის მონაცემებით, საბერძნეთში ინფიცირების 2 702 და გარდაცვალების 40 შემთხვევა დაფიქსირდა.











