საბერძნეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, აშშ-დან, არაბთა გაერთიანებული საემირობიდან, სერბეთიდან და ისრაელიდან შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი გააუქმა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული ქვეყნებიდან საბერძნეთში შემომსვლელმა ტურისტებმა ვაქცინაციის ცნობა ან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინონ. ტესტი საბერძნეთში ჩაფრენამდე 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსის 315,273 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 9,462 ადამიანი.











