აუცილებელია, სწორი ინფორმაცია მივიდეს ადამიანებთან! კოვიდთან ბრძოლის სწორი მექანიზმი, რომელიც არსებობს, გამოვიყენოთ კარგად!, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“ფაიზერი არის ძალიან ეფექტური, მაგრამ საქართველო მიიღებს ძალიან ცოტას, სამწუხაროდ! დანარჩენს მივიღებთ იმას, რასაც ღარიბი ქვეყნები მიიღებენ! ეს არის ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინა! ეს ვაქცინები, მე არ ვამბობ, რომ არის ცუდი. სიმართლეს ვამბობ და ამის გამო ახლა „დამესევა“ ხალხი, – არცერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული! ეს არის დროებითი თანხმობის უფლება, რომელიც ეხება გადაუდებელ სიტუაციას (გადაუდებელ სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ). დროებითი ნიშნავს, რომ კარგია, მაგრამ 100%-იანი არა! ფაიზერის ვაქცინას 100 ადამიანს რომ გაუკეთებ, ვირუსი რომ შეგხვდეთ, 92 ადამიანს აღარ დაემართება კოვიდი, მაგრამ 8 ადამიანს მაინც დაემართება”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეო ჩართვისას.











