აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, 4, 11 და 17 ოქტომბერს განჯაში სარაკეტო და მძიმე არტილერიის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 10 ქალი და 6 ბავშვი. დაშავდა 138 ადამიანი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს 27 სექტემბრიდან დღემდე, საერთო ჯამში, 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 18 ქალი და 10 ბავშვი, ემსხვერპლა.
დაშავდა 297 ადამიანი, მათ შორის 69 ქალი და 32 ბავშვი.











