ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, საბურთალოს რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.










