საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა კაცი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა. მათ „დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კორპუსში ის ბინა გაჩხრიკეს, რომელსაც დაკავებული რამდენიმე თვის განმავლობაში ქირაობდა.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გარკვეული ნივთები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.











