საჩხერეში სასწრაფო დახმარების 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია, მათ ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ. შედეგად, სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.
ცნობისთვის, რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1 200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.











