„ახლა ეპიდემიის ტრაექტორია მეტ-ნაკლებად დამშვიდებულია, ამის მოლოდინიც არსებობდა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია რომ ეს მიღებული მყიფე შედეგი არ დავამსხვრიოთ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პლანეტარულმა ვაქცინაციამ 80 პროცენტი რომ მოიცვას, ეს დაახლოებით 2-3 წლის ისტორიაა.
„ამიტომ ჩვენ ამ პერიოდში მაინც დაგვჭირდება, საერთშორისო მგზავრობა იქნება თუ ა.შ. დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება, სადაც საჭირო არ არის, სტუმრად არ წავიდეთ და ვინც საჭირო არ არის, სტუმრად არ მივიღოთ. ამ პრინციპებით ჩვენ თუ ვიცხოვრებთ 2021 წელი ნამდვილად გახდება ჩვენი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების წელი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.











