fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საერთაშორისო მედია ცესკო-სთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება – ძირითადი აქცენტები

15:33 ნოემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. საერთაშორისო მედია ამჯერად 8 ნოემბერს ცესკო-სთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

გამოქვეყნებულ სტატიებში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.

„პროტესტი საქართველოში: თბილისის პოლიციამ დემონსტრანტებზე  წყლის ჭავლი მიუშვა“,- სტატიას ამ სათაურით BBC-ი აქვეყნებს.

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად, რომლებიც გასულ კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ და მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. პარტია „ქართული ოცნება“ ბრალდებებს უარყოფს. საერთაშორისო დამკვირვებლები კი აღნიშნავენ, რომ არჩევნები „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით“ ჩატარდა, თუმცა საარჩევნო პროცესის გარკვეული ელემენტებს აკრიტიკებენ“,- წერს BBC-ი.

BBC-ი წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 48%-ი მთავრობის დაკომპლექტების უფლებას აძლევს.

„თუმცა, თბილისში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი შედეგებს არ აღიარებს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს“,- ვკითხულობთ სტატიაში.

BBC-ი აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა.

საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციას Reuters-იც გამოეხმაურა. სტატიას, რომელშიც თბილისში განვითარებული მოვლენებია მიმოხილული, შემდეგი სათაური აქვს – „საქართველოს პოლიციამ წყლის ჭავლი მიუშვა მომიტინგეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია“.

Reuters-ი წერს, რომ აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.

„ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა, თუმცა პოლიცია ამას უარყოფს. რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გაგრძელდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციამ ცესკო-სთან 8 საათის შემდეგ გადაინაცვლა, როცა ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის დადგენილი ვადა ამოიწურა.

 

Reuters-ის სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის, ნინო ლოჯარიასა და  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებები.

„ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, მას შემდეგ, რაც ბევრი მათგანი დაშავდა. თუმცა, განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს კვლავ განახლდება“,- აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ 8 ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

„ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში ათასობით ადამიანი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს“,- თბილისში განვითარებულ მოვლენებს ამ სათაურით France24-ი ეხმაურება.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. თბილისი დროშის ფრად აჭრელდა. აქციის მონაწილეებმა თავი პარლამენტის შენობის წინ მოიყარეს. უმეტესობა კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების  პრევენციის მიზნით, სამედიცინო პირბადეს ატარებდა“,- წერს France24-ი.

France24-ი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი მართავს, არჩევნების გაყალბებას უარყოფს. მაგრამ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნებს „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა. ოპოზიცია კი კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვაში გააკრიტიკა.

„გახარიამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ღამის კომენდანტის საათი გამოაცხადა“,- წერს France24-ი.

Bloomberg-ი კი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ასევე გამოიყენა დამცავი ფარები და კორდონები, რათა აქციის მონაწილეებს ცესკო-ს შენობის შესასვლელის ბლოკირება არ მოეხდინათ.

„აქციის მონაწილეებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. ულტიმატუმის ვადა საღამოს 8 საათი იყო. მთავრობამ მათი მოთხოვნა უარყო“,- აღნიშნავს გამოცემა.

Bloomberg-ი წერს, რომ პარლამენტის წინ გამოკრული იყო პოსტერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ხელს ართმევდა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ოპოზიციონერი ლიდერები აქციის მონაწილეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებნენ.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება DW-ც.

„საქართველოში პოლიციამ მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ“,- წერს DW.

DW აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები კორონავირუსის შემთხვევების პრევენციის მიზნით, სამედიცინო პირბადეებს ატარებდნენ. სტატიაში მოყვანილია ნიკა მელიას განცხადება.

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო პორტალი PTN.ge

თეგები: საერთაშორისო მედიასაპროტესტო აქცია ცესკო-სთან

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

ივლისი 12, 2021
2.5k
მთავარი ამბავი

როგორ გამოეხმაურა თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია

ივლისი 6, 2021
986
მსოფლიო

საერთაშორისო მედია სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეხმაურება და მედიაციის პროცესში საქართველოს როლზე ამახვილებს ყურადღებას

ივნისი 13, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია