პანდემიის გამო 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინატიმ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
„2020-2025 წლებში პროგნოზირებადი მთლიანი დანაკარგი მნიშვნელოვანია და 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა გოპინატიმ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.









