პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იშურებს ძალისხმევას, რათა დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს.
„ეს განცხადებები არის ის აუცილებელი პოლიტიკური და სამართლებრივი საგზალი, რომელიც საქართველომ მუდმივად უნდა დააგროვოს დეოკუპაციის მძიმე და რთულ გზაზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ დეოკუპაციის პრობლემის მყისიერი გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ ეს პროცესი, რომელიც ასახულია ევროკავშირისა და გაეროს რეზოლუციებზე, მიგვანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იშურებს ძალისხმევას, რათა დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ გეოპოლიტიკურ მომენტს, როდესაც ოკუპაციის დასრულებას შევძლებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 75-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.










