„ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალიაზე მოვისმინეთ ძალიან მკაფიო და პოზტიური შეფასებები ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, საქართველო არის პრიორიტეტულ საკითხებს შორის, მათ შორის, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცახდა.
“ჩვენ ვიხილეთ ასევე, როგორც გენერალური მდივნის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა ევროკავშირის უმაღლეს წარმოადგენელთან ერთად. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, როგორც სტაბილურობის, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, კერძოდ, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში“, – განაცხადა ზალკალიანმა.











