“არც ხალხი, არც საქართველო და არც პოლიტიკოსები, მით უმეტეს უმრავლესობიდან, არათუ სანქციას არ იმსახურებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
„არც ხალხი, არც საქართველო და არც პოლიტიკოსები, მით უმეტეს უმრავლესობიდან, არათუ სანქციას არ იმსახურებენ, არამედ ჩვენი ანალიზი უფრო სიღრმისეულად არის შესასწავლი და გასაანალიზებელი.
საერთოდ არჩევნებზე საუბარი არც ყოფილა და დესტრუქცია იყო თავიდანვე მათი მთავარი მიზანი და ამოცანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ როგორც ევროპარლამენტარი, იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან, ხოლო ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ და შემდეგ არ შედიან პარლამენტში, ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩეველს ღალატობენ.










