ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია გურამ ამირხანაშვილთან მიმართებაშიც, მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმეტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული.
ნახეთ ვიდეო: „მაგრად იყავი აჩო“ – როგორ ამხნევებენ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს
შემიძლია ვთქვა, რომ გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან და ისინი ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები არიან”, – განაცხადა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.











