“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი
„თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რასაკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აღმოჩნდება რომ 1% გადახრა მაინცაა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ინიციატივით საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება.











