“მგონია, რომ კომისიის შექმნის ძალიან ეშინიათ, არ ვიცი ვისი სიტყვები მოვიშველიო, “გირჩელებმა” თქვეს ეს პირველად თუ მეორედ არ ვიცი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციურად განწყობილიც კი საკმაოდ ეჭვებშია, თუ რატომ არ შეიძლება უნდოდეს კომისიიაში მონაწილეობა ოპოზიციურ კლასტერს,”- მის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ხალხისთვის უნდა იქვას, რომ საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხვასაც, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, მათი მონაცემების შემოწმებასაც, ასე რომ, მათ ადგილას არ ვიჩქარებდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ყველა მასალა, ყველა რესურსი გააჩნია კომისიას, რომ მიიღოს ინფორმაცია, გაანალიზოს და გამოიტანოს სამართლიანი ვერდიქტი”,- განაცხადა ვოლსკიმ.











