პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა.
„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.










