ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ცნობით, თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.











