ინციდენტი მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიის შენობაში, ერთ-ერთი ადგილობრივი მერს, გიორგი ერბოწონაშვილს, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ პირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ის თავად ერბოწონაშვილის კლასელია.
მამაკაცი, რომელიც დასაქმებას ითხოვდა, შენობიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა. გაყვანის დროს, მოქალაქე დერეფანში მინას დაეჯახა და ჩაამსხვრია.
ადგილობრივთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი უარყოფს.
„შემოვიდა ნასვამი მამაკაცი, რომელიც დაეჯახა შუშას და გატეხა. ამის შემდეგ ის დაცვამ გაიყვანა. მე მასთან რაიმე ტიპის ურთიერთობა არ მაკავშირებს, არ არის ჩემი კლასელი და არც დაპირისპირება ყოფილა“,- აცხადებს საგარეჯოს მერი, გიორგი ერბოწონაშვილი.
მოკვლევა მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











