საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
კოვიდ 19 მერიის ორი სამსახურის უფროსს დაუდგინდა. ამ მიზეზით, სამსახურების დანარჩენი მოხელეები, გრაფიკით მუშაობაზე გადავიდნენ.
ერთი კვირის წინ, კორონავირუსით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დაინფიცირდა.
ექიმების განმარტებით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კოვიდ 19-ის, 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლინად რეგიონში, კორონავირუსი 104 მოქალაქეს დაუდასტურდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, ინფიცირებულების რიცხვმა 4 400-ს გადააჭარბა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











