საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვიცე- პოლკოვნიკი, 40 წლის დავით გოგინაშვილიც.
სოფელ თოხლიაურთან ერთმანეთს „ფოლცვაგენისა“ და „პორშეს“ მარკის ავტომობილები ცოტა ხნის წინ შეეჯახნენ. სხეულის მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ფოლცვაგენის“ მძღოლი კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











