ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვეითი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სოფელ იორმუღანლოსთან, მსუბუქი ავტომანქანა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, გზის გადაკვეთას ცდილობდა, როცა მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა, სოფელ იორმუღანლოში, ერთ- ერთ ფერმაში მუშაობდა და გზის მეორე მხარეს გადასვლა, სავარაუდოდ, სამსახურში წასასვლელად დასჭირდა.
ავტომანქანის მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდნარეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











