მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ ჩაილურთან მოხდა.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი, ოპელის მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











