დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ელმარ მამედიაროვთან და ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციისა და თანმდევი მსხვერპლის გამო.
დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრებისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილზე სიტუაციის განმუხტვა, შეიარაღებული ხასიათის მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ვითარების მოკლე დროში დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.











