გელათის მთავარი მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს . ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადებით პროკურატურას უკვე მიმართა. საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 2592 მუხლითა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) ითხოვს.
„მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში ყურადღება გამახვილდეს ასევე იმ გარემოებაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულად და კანონის მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. როდის გახდა მისთვის ცნობილი ძეგლის დაზიანების თაობაზე, როდის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ხომ არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ნიშნები“, – წერია საიას მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გელათი ისევ ხარაჩოებშია. დროებოით მოწყობილ გადახურვაში ტაძარში ისევ ზიანდება ფრესკები, ცვივა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

ავტორი: კესო მოლაშხია











