საია 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს ეხმაურება.
არასამტავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.
“მოვუწოდებთ თბილისის მერიას:
– შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში ღია ცის ქვეშ.
– გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით.
საქართველოს ხელისუფლებას:
– COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი”, – ნათქვამია განცხადებაში.
აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს











