“ჩვენ საკანონმდებლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ, პარლამენტი ვერ იქნება პარალიზებული იმის გამო, რომ მთელი რიგი პარტიები კონსტიტუციითა და ამომრჩევლის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„დეპუტატებმა ოპოზიციიდან, ვინც პარლამენტში დადიან, მონაწილეობა მიიღეს და მათი აზრი გათვალისწინებული იყო. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ჩაერთონ სრულყოფილ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ამას ვხედავთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, შესაბამის დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა.











