„სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ქურუმი და არა კონკრეტული პარტიის ადვოკატი“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარი ამბობს, სახალხო დამცველი სამართლიანობის მხარეს უნდა იყოს.
„სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ქურუმი და არა კონკრეტული პარტიის ადვოკატი. ამ შემთხვევაში არაფერ კავშირში არ არის სახალხო დამცველის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა. როცა ადამიანი არღვევს კანონს, პარლამენტის ვალდებულია სამართლიანობის აღდგენას ხელი შეუწყოს და სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს სახალხო დამცველის მანდატის მთავარი მახასიათებელი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით თანხმობა არ გასცეს.











