სახალხო დამცველი დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა. ნინო ლომჯარია პანსიონს დაახლოებით 13:00 საათისთვის ესტუმრება.
ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პანსიონის მმართველი, მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონში ერთად ჩავიდოდნენ.










