სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება. ის ხეობაში არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.
ნინო ლომჯარია სოფელ გუმათში იმყოფებოდა, საიდანაც ნამახვანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.
ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვების საფუძველი არ არსებობს.
ნინო ლომჯარიამ ისაუბრა კომპანია “ენკას” განცხადებაზეც, რომლის მიხედვით, კომპანიამ საჯაროდ მიმართა თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტებს შეისწავლიან და შესაბამისი რეაგირება იქნება.










