სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას ხვდება.
როგორც სლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.
„ვაპირებ ნიკა მელიას მონახულებას. უბრალოდ მინდა მასთან საუბარი. ვისაუბრებთ დღევანდელ შექმნილ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ პირველ დღეს ვნახე ნიკა აქ, ციხეში და როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მინდა ვესაუბრო და მისი აზრი გავიგო. მე ვერავისზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. მოვისმენ მის აზრს, შევაფასებ მის მდგომარეობას.
რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.










