fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახალხო დამცველი ნიკა მელიას ხვდება

18:21 აპრილი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხვდება. როგორც ომბუდსმენმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.

„ვაპირებ ნიკა მელიას მონახულებას. მინდა მასთან საუბარი. ვისაუბრებთ დღევანდელ შექმნილ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ პირველ დღეს ვნახე ნიკა აქ, ციხეში და როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მინდა ვესაუბრო და მისი აზრი გავიგო. მე ვინმეზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. მოვისმენ მის აზრს, შევაფასებ მის მდგომარეობას. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება მოხდეს ეს. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რომელზეც ჩემი მოადგილე საუბრობდა დღეს – სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების, ახალი გარემოებების და საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს. არ ვიცი, როგორ აპირებს ხელისუფლება აღასრულოს შეთანხმების ეს პუნქტი. თუმცა, ბევრი საშუალება არსებობს. პოლიტიკურ სიღრმეებში და მსჯელობებში ვერ შევალ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე ისაუბრა ამნისტიის შესაძლო აქტზე და აღნიშნა, რომ თუ ის არასათანადო მოპყრობაში ბრალდებულ ადამიანებსაც შეეხება, ამ მიმართულებით ომბუდსმენის აპარატს გარკვეული კითხვები ექნება.

„მართალია, მოხდა პოლიტიკური შეთანხმება და მეც მივესალმე, რადგან მიმაჩნია, რომ სწორი იყო ეს შექმნილ ვითარებაში, თუმცა, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით გვექნება გარკვეული შეკითხვები. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე ამნისტიის შეხება იმ ადამიანებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დასჯა სწორედ ამ ჭრილში, ეს შეიძლება იყოს პრობლემატური. გააჩნია, ამნისტია რა მუხლებს შეეხება. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგობაში მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. თუმცა, წინასწარ არ გავაკეთებ შეფასებებს, რადგან არ ვიცი, რა ტიპის შეთანხმების აქტის მიღება იგეგმება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თეგები: ნიკა მელიას საქმენინო ლომჯარია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936
მთავარი ამბავი

დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც – ნინო ლომჯარია

დეკემბერი 12, 2021
5.3k
მთავარი ამბავი

ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს – ნინო ლომჯარია

დეკემბერი 10, 2021
900

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია