fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახალხო დამცველი ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის გავრცელებაზე საუბრობს

12:22 იანვარი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
881
ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ​პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის გავრცელებაზე საუბრობს.

„2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ციხეებში არაფორმალური მმართველობისა და კრიმინალური სუბკულტურის შესახებ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში, როდესაც დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველს ციხეში მომხდარი რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.

„მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ „კოვიდ-19“-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.

სახალხო დამცველს ასევე მოჰყავს მაგალითი, თუ რისთვის იყენებენ „გავლენიანი“ პატიმრები მსგავსი სუბკულტურის გავრცელებას ციხეებში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ისინი ავლენენ პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს და მიმართავენ საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზნით, შემდეგ კი ახდენენ საქმისა და პატიმრის უსაფრთხოების მონიტორინგს; ეხმარებიან პატიმრებს თვეობით და წლობით გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებების მიღებაში; საუბრობენ დეესკალაციის ოთახებში კვირების განმავლობაში მოთავსების უკანონო და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; საუბრობენ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ხარვეზებზე, კომისიის გადაწყვეტილებების არათანამიდმევრულობასა და დაუსაბუთებლობაზე, პატიმრების საზიანოდ გამოთვლილ ვადებზე; ეხმარებიან პატიმრებს ხმა მიაწვდინონ შესაბამის უწყებებს, ავლენენ შემთხვევებს, როდესაც დაწესებულება „კარგავს“ გასაგზავნ წერილებს, ეხმარებიან პატიმრებს დაიბრუნონ უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ნივთები;​ ავლენენ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას უკანონო ფაქტებს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში მყოფი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის პირები, რომელთაც, მაგალითად, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სასტიკი მოპყრობის შიში აქვთ, გარესამყაროს მხოლოდ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ვიზიტის მეშვეობით უკავშირდებიან.

თეგები: სახალხო დამცველი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სახეზეა უფრო საშიში გართულების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს – ომბუდსმენი

ნოემბერი 19, 2021
927
პოლიტიკა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

ნოემბერი 16, 2021
821
მთავარი ამბავი

ომბუდსმენი – სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა

ნოემბერი 6, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია