სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია „ალტ-ინფო” და ისინი ნინო ლომჯარიას გადადგომას ითხოვენ.
აქციას შეუერთდა პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე. აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.
ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები გაიყვანეს.
ასევე პანსიონი დატოვეს ბავშვებმა, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს.
ამ დროისთვის პანსიონი 26-მა ბავშვმა დატოვა. პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან სოცმუშაკები და ფსიქოლოგები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.










