სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.
კერძოდ, ომბუდსმენის განმარტებით, ინფორმაცია, თითქოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ტურნირებიდან მოხსნას ითხოვენ, არის მანიპულაცია და სიმართლეს არ შეესაბამება.
„მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ გრძელდება, გავრცელებული ინფორმაცია არის მანიპულაცია და სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს ომბუდსმენი Facebook-ზე.
მანამდე ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოუწოდა სახალხო დამცველს, დაიცვას ბასილაშვილი, „რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოიყენება სიძულვილის ენა“.










