სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებმა ტექნიკურად გაუმართავ გარემოში ჩაიარა, რაც არა მარტო ხელისუფლების, არამედ ცესკო-ს ბრალია.
„შეგვიძლია ბევრი ვუსაყვედუროთ მმართველ პარტიას, მაგრამ ცესკო არის ის ორგანო, რომელსაც ნამდვილად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუხდით ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ ტექნიკურად არჩევნების გამართულად ჩატარება და ობიექტურად შედეგების შეჯამება.
ამისთვის ისინი 4 წელიწადში ერთხელ მაინც ისე უნდა მოემზადონ, რომ ასეთი ტექნიკური, შეგნებული თუ სხვა მიზეზით, ასეთი გაუმართავი პროცესი არ უნდა იყოს
მე მათ ასევე ვუსაყვედურებდი იგივე კოვიდთან დაკავშირებით არასათანადო კამპანიის წარმოებასთან მიმართებით. ჩვენ გვახსოვს ბოლო საათები, როდესაც იზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არ იცოდნენ სად დაერეკათ, სად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და ყველა ვიყავით ჩართული, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანებამდე მიგვეწვდინა ხმა.“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე










