fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქვემო ქართლში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარადგინა

11:03 მარტი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს. ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და ხედვაზე ისაუბრა და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები წარმოადგინა. ასევე, მონაწილეებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი დეტალურად გააცნო. შეხვედრაში ქვემო ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაასრულა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე მუშაობა. დღეს უკვე შეჯერებული ვერსია წარვუდგინეთ სამოქალაქო საზოგადოებას რუსთავში, სადაც შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ახალი სტრატეგიის ფარგლებში. სტრატეგია განისაზღვრა 10 წლის ვადით, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი განხორციელების პროცესში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, რათა სრულფასოვნად იყოს მიღწეული ის საერთო მიზანი, რომელიც ერთობლივად დავისახეთ – ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოების ურთიერთინტეგრაცია და სამოქალაქო თანასწორობის მიღწევა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საკითხები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წამოჭრეს შეხვედრის ფარგლებში. სტრატეგიის პროექტის საზოგადოებრივი განხილვის პროცესი, სადაც წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციიდან საკუთარი პერსპექტივიდან აფასებენ სტრატეგიის დოკუმენტს და გვიზიარებენ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელებისათვის“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.

თეგები: ქვემო ქართლიშოთა რეხვიაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

აგვისტო 3, 2021
882
საზოგადოება

ფონიჭალა-მარნეულის გზაზე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა

მაისი 1, 2021
848
რეგიონები

მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზა აშენდა

იანვარი 5, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია