fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ რთველმა წარმატებით ჩაიაროს – ლევან დავითაშვილი

10:53 ივლისი 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
811
ნახვა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მინისტრმა 2020 წლის რთველთან დაკავშირებულ ფინანსურ და ორგანიზაციულ საკითხებზე ისაუბრა და  მეღვინეებს ახალი კორონავირუსის პანდემიით  შექმნილი რთული პერიოდის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ვმუშაობთ, რომ 2020 წელს ღირსეული რთველი ჩატარდეს, ისევე, როგორც ყველა წინა წელს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად კახეთში არსებული სტიქიისა, წელს ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეღვინეები ყურძნის ჩასაბარებლად მზად არიან და სახელმწიფოს მხრიდან დარგის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ.

როგორც კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ შემუშავებული დარგისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რაც ღვინის მწარმოებლებში მეტი ყურძნის ჩაბარების მოტივაციას აჩენს.

ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის გარეშე წარმატებით ტარდებოდა. კორონავირუსის პანდემიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ღვინის ინდუსტრია დააზარალა.  მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ღვინის მწარმოებლებისათვის სხვადასხვა ტიპის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის დამატებითი სტიმული გაჩნდა. შეღავათიანი აგროკრედიტით ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების  წლიური  8%-ის ოდენობის თანადაფინანსება მოხდება.

თეგები: რთველი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სტიქიის გამო კახეთში რთველი ნაადრევად დაიწყო – როგორ ჩაიბარებენ დაზიანებულ ყურძენს 

აგვისტო 28, 2021
819
საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 19, 2021
775
საზოგადოება

ვინც რთველში ჩაერთვება, სჯობს ყველა ორჯერადად აცრილი იყოს – ამირან გამყრელიძე

აგვისტო 18, 2021
862

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია