fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გაშენდა

10:42 ოქტომბერი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
770
ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების“ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მარწყვის პლანტაციაში აგროტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოში არ შეჩერებულა ფერმერების ხელშეწყობა.

კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული; დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება. განხორციელებულმა ინვესტიციამ 500,000 ლარი, შეადგინა. მათ შორის 65,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია. მარწყვის რეალიზება ბრენდის „მწვანე რესპუბლიკა“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანია მუდმივად 5, სეზონურად კი 30-მდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტონამდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.

თეგები: ასპინძის მუნიციპალიტეტიმარწყვის პლანტაცია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

„კორონავირუსით კლინიკაში დაინფიცირდა“ – 87 წლის პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა

ოქტომბერი 25, 2020
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია