„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო უკვე ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ქართული აგრო პროდუქტი“ სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს.
საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა.











