„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს, სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა. ამ პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი უხარისხო ინვესტორი იყო, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ეს სიმართლეა, ეს ასეა”,- ამის შესახებ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“მე მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიქტური რეალობაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულება, რომ ნახოთ რამდენჯერ არის შეცვლილი, რა იყო მისი საწყისი პირობები საერთაშორისო ტენდერის და რა გახდა ბოლოს, ეს ყველაფერი დანარჩენი ლირიკა და თავის მართლებაა.
ფაქტია ერთადერთი, რომ კერძო ინვესტორმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა 4-ჯერ, თუ 5-ჯერ, არ მინდა ახლა ზუსტად აქ ციფრები, პროექტის დაწყების ეტაპი, საინვესტიციო კონტრაქტი დაახლოებით 10-ჯერ არის გადახედილი, რაც შეეძლო სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება და უნდა აშენდეს“, – განაცხადა გახარიამ.











